The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაჭავარიანი

ალექსანდრე მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიის სალიანის 206-ე ქვეით პოლკში (1909 წლის სიით — პოდპორუჩიკი); 1914-1918წწ. ამავე პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; შტაბს-კაპიტანმა მაჭავარიანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 16 აგვისტოს სოფელ დუბოვოსთან (ახლანდელი ბელარუსის ტერიტორია) ბრძოლაში, როდესაც ხელჩართულ შეტაკებაში კონტრიერიშით უკუაგდო გერმანელთა შეტევა მის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონის პოზიციებზე; ამ დამსახურებისთვის მიიღო გიორგის ოქროს იარაღი "მამაცობისთვის" (1915). ომში სამჯერ იყო დაჭრილი. 1916 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა; საქართველოს წითელ არმიაში ქართული დივიზიის 1-ლი პოლკის უფროსის თანამდებობა ეჭირა; ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი; 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა. სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები: idfi.gegwar.mil.ruსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.604-605

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1917 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: