დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1972 წელს.
1970-1975 წწ. საქარველოს ტელევიზია, რეჟისორი; 1975-1988 წწ. საქართველოს ტელევიზია, მთავარი რეჟისორი; 1988–1994 წწ. რეჟისორი; 1994-1999 წწ. საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2004 წწ. გაერთიანება "თეატრონის" ხელმძღვანელი; 2006-2013 წწ. "საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის" რექტორი; 1995 დაარსა "საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი". ფილმოგრაფია: "გზაჯვარედინზე" (1, 2, 3 ნაწილი, დამდგმელი რეჟისორი მ. თუმანიშვილი, 1972), "მე შენ მიყვარხარ" (1973), "ძალად ექიმი" (დამდგმელი რეჟისორი მ. თუმანიშვილი, 1973), "ხიდი" (1, 2 ნაწილი, დამდგმელი რეჟისორი მ. თუმანიშვილი, 1974), "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორნწინეს" (1975), "უჩინმაჩინის ქუდი" (1976), "გვადი ბიგვა" (1, 2, 3 სერია, 1977), "საბა ტაბიძის ორშაბათები" (1978), "შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი" (1978), "კავკასიური ცარცის წრე" (დამდგმელი რეჟისორი რ. სტურუა, რ. ხოტივართან ერთად, 1979), "ვაზის ყვავილობა" (1, 2, 3, 4, 5 სერია, 1981), "ხორუმი ქართული ცეკვაა" (1, 2 ნაწილი, 1982), "მტრედის მოტანილი ბარათები" (1, 2, 3, 4 სერია, 1985), "ვირის ჩრდილი" (1988). გ. კახაბრიშვილის თითქმის ყველა დადგმა (ფილმი) იხილეთ მის ოფიციალურ YouTube გვერდზე: youtube.com