The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი
Date of birth:31 December, 1984  (40 years)
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 2007 წელს; ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (უნგრეთი) და ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით.

2008-2011წწ. მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაციაში "ადამიანის უფლებათა ცენტრში" და საერთაშორისო ორგანიზაციის "ციხის საერთაშორისო რეფორმის" სამხრეთ კავკასიის ოფისში; 2012 წელს  დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო  2013 წელს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში; 2014 წლიდან მუშაოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაში, 2014-2017წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2017 წელს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2018-2019წწ. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი; 2019 წლიდან "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ლელო - მამუკა ხაზარაძე", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამი საერთაშორისო ფონდის კონკურსის გამარჯვებული და სტიპენდიატი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; 2017 წელს, ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა "წლის უფლებადამცველის წოდება.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ლელო: lelo2020.ge

Member of Organizations

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), თავმჯდომარე (2014-2017)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი (2021-)

Share: