შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ შალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სტავროპოლის პროვინცია, რუსეთი. დაამთავრა პოლტავის კადეტთა კორპუსის გენერალური შტაბის აკადემია. მიხეილ შალიკაშვილი (შალიკოვი) დაიბადა ემიგრანტი ქართველების ოჯახში. ჯარში მსახურობდა 1850 წლიდან. მონაწილეობა მიიღო ყირიმის 1853–1856 წლების ომებში. 1860 წლის 6 დეკემბრიდან იყო ყირიმის ქვეითი პოლკის მეთაური; 1863 წლის 17 აპრილიდან მე -19 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი, 1867 წლის 10 დეკემბრიდან დაღესტნის დარგინსკის რაიონის გამგებელი. 1869 წლიდან იყო სარეზერვო ჯარებში. 1869 წლიდან ხელმძღვანელობდა მე -19 ქვეითი დივიზიის შტაბს, 1874 წლის 13 იანვრიდან - სტავროპოლის 75-ე ქვეითი პოლკის მეთაურია; 1875 წლის 30 აგვისტოდან - შტაბის უფროსის თანაშემწე; 1877 წლიდან კი შტაბის უფროსი. 1878 წლის 17 მაისიდან იყო ქუთაისისა და გურიის ფეხოსანთა რაზმის გაერთიანებული ბრიგადის მეთაური. 1878–1898 წლებში ერევნის გუბერნატორი; 1888–1897 წლებში კი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი; 1898 წლის 30 მაისიდან - ვილნას სამხედრო ოლქის მეთაური. მიღებული ჰქონდა უმაღლესი ჯილდო - სამეფო კარის მადლობა შესანიშნავი, გულმოდგინე და სასარგებლო სამსახურისთვის 1877-1878 წლის ომის დროს (1879, 1882), თეთრი არწივის ორდენი (1889), სამკერდე ნიშანი 50 წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის (1900); II ხარისხის საიმპერატორო გვირგვინი (1862) და I ხარისხის საიმპერატორო გვირგვინი ხმლებით (1877). მას ჰქონდა სხვა ქვეყნების წოდებებიც: "ლომი და მზე" (სპარსეთი, 1889); "იტალიის გვირგვინი" (1890); "ამომავალი ვარსკვლავი" I ხარისხის (ბუხარა, 1894). გენერალ-მაიორი (1878 წლის 17 მარტი); ინფანტერიის გენერალი (1898). 1890-1898 წლებში ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი და ჯარების სარდალი. წყარო: მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |