The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1998 წელს; საარლენდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა 1999 წელს და დოქტურატურა 2002 წელს ევროპული კერძო სამართალის სპეციალობით.

1996-1998წწ. საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე; 2000-2001წწ. საადვოკატო ბიურო Heimes&Muller - ადვოკატის თანაშემწე; 2003-2007წწ. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი; 2005-2006წწ. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში; 2007-2015წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012-2015წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2015-2017წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე; 2017-2020წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2021 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ. სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარე (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-2021)

გააზიარე: