Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ შავგულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1954 წელს. 1955 წელს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი სიცოცხლის ბოლომდე მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის სწავლებისა და განვითარების საქმეს ემსახურებოდა; 1967 წელს გამომცემლობა "განათლებამ" გამოსცა მისი პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო "ტექნიკური ხაზვა"; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მას დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა; იგი იყო პირველი ქართველი პედაგოგი, რომელიც სტუდენტებისა და საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის ტელეგაკვეთილებს ატარებდა ხაზვაში; 1978 წელს იგი აირჩიეს მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგედ. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელოა. უდიდესი ღვაწლი დასდო ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმის ტრადიციების გაღრმავებასა და განვითარებას. გამოჩენილი ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (1977). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.150-151; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.298 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |