The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ შარაშენიძე

სოლომონ შარაშენიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1971  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1937 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო "ზაპაროჟსტალის" მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ცვლის ინჟინრად; შემდეგ, მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ჯერ როგორც ცვლის უფროსი, ხოლო შემდეგ, უფროსი ინჟინერი; მეორე მსოფლიო ომის  მონაწილე; ომიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში; 1946 წლიდან მისი ცხოვრება მთლიანად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას დაუკავშირდა; 1965-1970წწ. - ქარხნის დირექტორი. მის სახელთან არის დაკავშირებული მარტენის საამქროში პირველი ღუმელის ამუშავება და ქართული ფოლადის უწყვეტი ნაკადის დაბადება, ევროპაში პირველად საგლინავ დგან "400"-ის სრული კომპლექსური ავტომატიზაციის განხორციელება, ქარხნის მეცნიერებისა და ტექნიკის საცდელ პოლიგონად ქცევა, ქარხნის ბაზაზე ქიმიურ-მეტალურგიული ტექნიკუმის გახსნა და სხვ.; 1963-1965წწ. - საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1970-1971წწ. მივლინებით ინდოეთში იმყოფებოდა, ქალაქ ბოკარიოში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის მთავარ კონსტულტანტად და საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეტალურგიული დარგის ცნობილი ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.151-153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: