ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ლელა ოჩიაური
დაბადების თარიღი: | 21 მაისი, 1957 (67 წლის) |
კატეგორია: | მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი მკვლევრის განხრით; 1980-1981 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში. 1981-1982წწ. მუშაობდა საქართველოს თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1991-1992წწ. საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის მეორე არხზე მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე; 1991-1992წწ. "არიან-ქართლის" მთავარი რედაქტორად; 1991-1992წწ. სატელევიზიო პროგრამა "ტელე-სინე-ვიდეოს" თანაავტორად და წამყვანად; 1993-1994წწ. ამავე პროგრამის კონსულტანტად; 1996 წლიდან გაზეთ "რეზონანსის" კულტურის მიმომხილველია; 1999 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 1982-2006წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო-კვლევითი სექტორის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლია, პარალელურად კითხულობს ლექციებს ქართულ და მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოკრიტიკის თეორიაში, ჟურნალისტიკაში; 2005-2006წწ. დაინიშნა კინოს ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კათედრის გამგედ; პირადად დააფუძნა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ასევე არაერთხელ ყოფილა სხვადახვა კონკურსების და კინოფესტივალების ჟიურის წევრი; 2006 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორია; არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი; ქ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; კრიტიკის დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2000 წლიდან კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის "ფიპრესი ჯორჯიას" (FIPRESCI) წევრი; არის მრავალი ნაშრომის ავტორი. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციო თემა - "პოეტური ტენდენციები თანემდროვე ხასიათის ძირების საძიებლად", დაიცვა 2005 წელს.
წყარო: ethmo.narod.ru
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კინემატოგრაფისტების დამოუკიდებელი გილდია, წევრი
ბიბლიოგრაფია
|