ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ირაკლი გოგია
დაბადების თარიღი: | 20 მაისი, 1982 (42 წლის) |
კატეგორია: | პედაგოგი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (პედაგოგები: მედეა კუჭუხიძე, გიორგი მარგველაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი) 2004 წელს. სტუდენტობისას სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა დამოუკიდებელი სათეატრო სივრცე თბილისში "ახალი თეატრი", სადაც დადგა სპექტაკლი "თეატრი საოცარი სამყაროა", რომელიც ახალი ქართული თეატრის ერთგვარი მანიფესტიც იყო; ეს სპექტაკლი აღინიშნა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიით საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის; 2006—2010წწ. იყო ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც განახორციელა ათზე მეტი სპექტაკლი; მას დადგმული აქვს ორმოცზე მეტი სპექტაკლი რუსთაველის, მარჯანიშვილის, ფოთის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა, თბილისის თავისუფალი, მეტეხის და მესხეთის თეატრების, ასევე საზღვარგარეთის თეატრების სცენებზე; არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, უძღვება სალექციო კურსებს მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, რეჟისურის შესავალსა და თანამედროვე მსოფლიო სათეატრო რეჟისურაში. მსოფლიოს სხავდახვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად არის ერთ-ერთი ორგანიზატორი საერთაშორისო პროექტისა "მშვიდობის ფესტივალი"; აღსანიშნავია მის მიერ რუსთაველის, ფოთის და ახმეტელის თეატრში განხორციელებული პროექტები პოლონელი, უკრაინელი, ესტონელი, იტალიელი, ბრაზილიელი, ფრანგი რეჟისორების მონაწილეობით; 2014 წლიდან არის ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2015 წელს დააფუძნა ესტონურ-ქართული ხელოვნების ცენტრი ტარტუში; მიღებული აქვს პრიზები: "საუკეთესო რეჟისორის" პრიზი, ქალაქ პეჩის (უნგრეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ტარტუს (ესტონეთი) თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის "მორფიუმი" (2016); პრიზი ერევნის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ზუგდიდის თეატრის სპექტაკლისათვის "აუშვიცი" (2009); საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის "ზარატრუსტრას ჟამი"(2009); საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევრისთვის - სპექტაკლი "თეატრი საოცარი სამყაროა" (2004 წელს).
წყარო: ახმეტელის თეატრი: akhmetelitheatre.ge; ფოთის თეატრი: potitheatre.com
|