The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია სირბილაძე

გია სირბილაძე
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1963
გარდაცვ. თარიღი:1999  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა რკინიგზის მე-4 საშუალო სკოლა. პროფესიული განათლება არ მიუღია.

ადრიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით. პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში 1996 წელს, შემდეგ ასევე პერსონალური გამოფენა ხაშურში 1997 წელს, ქუთაისში 1998 წელს, ვილნიუსში 1999 წელს; მისი ნამუშევარი "ვაჟა, საქართველო, გარესამყარო" ამშვენებს ვაჟა-ფშაველას მუზეუმს ჩარგალში, ხოლო გობელინზე შესრულებული ეს ტილო საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საჩუქრად გადასცა გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს; მხატვრის დიდ ნიჭსა და შემოქმედებით შესაძლებლობებზე წერდნენ ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები, ქვეყნის წამყვანი გაზეთები, ეწყობოდა გადაცემები საქართველოს ტელევიზიით. ქართველი მხატვარი 1999 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა.

წყარო: khashurinews.wordpress.com; გია სირბილაძის ხსოვნის საღამო ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში: khashurinews.wordpress.com


გააზიარე: