The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჩიხლაძე

გივი ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:1996  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 1949 წელს.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში"; 1955 წელს დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1972-1986წწ. იყო  ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; კითხულობდა ლექციებს: ავტომატიკის ელექტრომაგნიტური მოწყობილობები, ავტომატიკის საფუძვლები, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ელემენტები; იყო მრავალი დამხმარე სახელმძღვანელოსა და მეთოდური მითითებების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში. დაჯილდოებული იყო მთავრობის ორდენებითა და მედლებით. მის მიერ შექმნილ ავტომატიკისა და ტელემექანიკის ელემენტებისა და მოწყობილობების ლაბორატორიას მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა პროფესორ გივი ჩიხლაძის სახელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.156-157

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: