Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ციხისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს; 1945-1946 წწ. სწავლობდა ი. ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემათიკის ფაკულტეტზე, მათემატიკის განხრით; 1952-1957 წწ. სწავლობდა ი.ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნელობის ფაკულტეტზე. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პრაქტიკოს-ქირურგად 55 წლის მანძილზე; აქედან, მისი 50-წლიანი მოღვაწეობა უშუალოდ ქალაქის 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებასთან იყო დაკავშირებული; 1953-1954 წწ. მუშაობდა ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგურში ექიმის თანამდებობაზე და, იმავდროულად, იყო ექიმი-ორდინატორი აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; ბათუმში მუშაობდა აჭარის მთავარი ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვარლამ (ვალია) გიორგაძის უშუალო ხელმძღვანელობით; იმავე პერიოდში, სამეცნიერო შრომები გამოაქვეყნა აჭარის ექიმთა სამეცნიერო საზოგადოების შრომათა კრებულში (კვირისთავის მოტეხილობა და მისი მკურნალობა, კუჭის რეზექცია და სხვ.); 1954-1955 წწ. მუშაობს ექიმის თანამდებობაზე და ადიგენის რაიონული ჯანმრთელობის განყოფილების საექიმო უბნის გამგის მოვალეობას ასრულებს ადიგენის რაიონის სოფ. ჭეჭლაში; 1955 წლიდან თბილისში გადადის სამუშაოდ. ის ექიმის თანამდებობაზე ა/კ სამხედრო ოლქის პოლიკლინიკაში იწყებს მუშაობას, იმავდროულად (1955 წ.), პირველი ქირურგიული კლინიკის ორდინატორია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსიტუტში; 1956 წლიდან იგი ქირურგის თანმდებობაზეა და ქირურგიული განყოფილების გამგეა თბილისის ორჯონიკიძის რაიონული ჯანდაცვის განყოფილების მე-6 რაიონული საავადმყოფოში; 1956-2006წწ. მუშაობდა ქალაქის 1-ლ კლინიკურ საავადმყოფოში, ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე, ჯერ მიმღებ განყოფილებაში (1956-1973 წწ.), შემდეგ III ქირურგიულ (1973-1988 წწ.), გასტროენტეროლოგიურ განყოფილებებსა (1989-1992 წწ.) და ბოლოს, საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილ II ზოგად ქირურგიულ კლინიკაში (1996-2006 წწ.); 1991 წლიდან, ქალაქის 1-ლ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობის პარალელურად, ის ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე მუშაობს საქართველოს სამედიცინო (სანიტარული) ავიაციის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში; 1980-1989 წწ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტად და 1991-1996 წწ. საქართველოს სამედიცინო (სანიტარული) ავიაციის სასწრაფო დახმარების სამსახურში გადაუდებელ ქირურგად; 1990-იანი წლებიდან აქტიურად იღწვოდა ექიმთა და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი კუთხით; ირაკლი ციხისთავმა ექიმის ვალი პირნათლად მოიხადა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1993 წელს; მისი ასობით აღსაზრდელთა შორის ქართველ ქირურგთა საზოგადოებას შეემატა მრავალი ცნობილი სპეციალისტი; 1968-2006წწ. საზოგადოებრივ საწყისებზე აქტიურად მუშაობდა კოოპერატივ "ბინმშენში", სადაც წლების მანძილზე იგი იყო გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარე და როგორც იურისტი, წარმოადგენდა ორგანიზაციას. ქირურგი. წყარო: ka.autograndad.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |