შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ სიორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტი ისტორიისა და ფრანგული ენის სპეციალობით.
1984-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 2001 წელს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 1987 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; აქატიურად მონაწილეობდა მის სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში; დიდი წვლილი მიუძღვის ინსტიტუტის ისტორიის განყოფილების ჩამოყალიბებაში; ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო ამავე განყოფილების უფროსი; იგი იყო არა მარტო წარმატებული მეცნიერი და მკვლევარი, არამედ ავტორიტეტული და საუკეთესო ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნება; გამოირჩეოდა აქტიური ეროვნულ-მოქალაქეობრივი პოზიციით; წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2004-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
წყარო: კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |