შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უჩა ცქვიტინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1934 წელს; მუშაობდა თბილისში "საქენერგოს" ელექტროქვესადგურების მორიგე ტექნიკოსად; 1941 წელს დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო დასავლეთ საქართველოს ელექტრული ქსელების მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ინჟინრად; 1954-1961წწ. - "საქენერგოს" დასავლეთ საქართველოს ელექტრული ქსელების დირექტორი; 1961-1971წწ. - ქ. ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. ქუთაისში, მისი თაოსნობით მრავალი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა; 1971-1981წწ. - "საქმთავარენერგოს" უფროსი. ამ პერიოდში გაიშვა თბილსრესის მეშვიდე და მერვე ენერგობლოკები, დამთავრდა ვარციხეჰესის მშენებლობა, დაიწყო ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა, დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა დასავლეთ საქართველოში მძლავრი ელექტროსადგურის მშენებლობისთვის, ფუნქციონირება დაიწყო ენგურის უნიკალურმა ჰიდროელექტროსადგურმა, ბათუმში აშენდა 200 კვ. ძაბვის ქვესადგური და პირველად განხორციელდა ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. მან დააარსა კავკასიის ენერგეტიკის ისტორიის მუზეუმი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მიღებული ჰქონდა მრავალი ორდენი და მედალი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.163 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |