შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ თურმანაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხილიანა, დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით 1990 წელს. მისი პირველი პოეტური კრებული "დღე-ღამის დედა" დაიბეჭდა 1984 წელს; ავტორია პოეტური კრებულებისა: "ცოდვები და გვირილები" (1991) და "რა" (1994); მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გამოსცა ომის დღიურები "აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები" (1993): http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/332957; 1995 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სტრასბურგში; წერდა პროზას ფრანგულ ენაზე; 1998 წელს საფრანგეთში დაიბეჭდა მისი რომანი: "ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი"; ქართულად თარგმნიდა ფრანგულ პოეზიას, ხოლო ფრანგულად კი ქართულ პროზას; ფრანგულ ენაზე თარგმნა და დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის რომანი "წიგნი ამბა ბესარიონისა"; თარგმნიდა ბესიკ ხარანაულის მომდევნო წიგნს "ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის"; პროზაიკოსი, ფრანგულად და ფრანგულიდან მთარგმნელი; გარდაიცვალა 2019 წლის 23 მარტს, სტრასბურგში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.161; biblioteka.litklubi.ge; urakparaki.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |