The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჭიპაშვილი

ნიკოლოზ ჭიპაშვილი
Date of birth:28 March, 1918
Date of death:August, 2010  (at 92 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

1936 წელს დაამთავრა ხარაგაულის საშუალო სასწავლებელი და იმავე წელს განაგრძო სწავლა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; სწავლისაგან მოუწყვეტლად, 1937 წელს, დაამთავრა რუსთავის აეროკლუბი პილოტის წოდებით.

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს, იგი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ნებაყოფლობით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში; 1942 წელს, ქ. ხარკოვის მისადგომებთან დაიჭრა; დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1944 წელს სტუდენტთა ერთ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა რუსთავის სამშენებლო რაიონის გეოდეზიურ გადაღებაში; 1945 წელს განაწილებით დაიწყო მუშაობა რუსთავის შინაგან საქმეთა კომისარიატის დაქვემდებარებაში მყოფ ტრესტ ამიერკავკასიის მეტალურგმშენში ჟანგბადის წარმოების მშენებლობის ოსტატად, შემდეგ - ამავე ჟანგბადის წარმოების უფროსად; 1952 წელს დაინიშნა ტრესტ ამიერკავკასიის მეტალურგმშენის უფროსის მოადგილედ, იმავე წელს გადაიყვანეს რუსთავის აზოტსასუქების ქარხნის დირექტორად. მისი მოღვაწეობის დროს დამთავრდა ქარხნის მშენებლობა სრული ტექნოლოგიური ციკლით. ძირითად სამრეწველო ობიექტებთან ერთად ამავე წლებში საექსპლუატაციოდ გადაეცა დამხმარე საამქროები და კულტურულ-საბინაო-სოციალური უზრუნველყოფის ობიექტები; 1952 წელს მას დაავალეს იმ დროს გასაიდუმლოებულ, განსაკუთრებული დანიშნულების თხევადი ჟანგბადის საამქროს მშენებლობა, რომლის პროდუქციით 1957 წელს ბაიკონურში დედამიწის პირველი თანამგზავრი გაუშვეს; 1960-იან წლებში, სახალხო მეურნეობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, იგი გადაიყვანეს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის საბჭოს ცენტრალურ აპარატში ახალი ტექნიკის განყოფილების უფროსად; "ენგურჰესის" მშენებლობისათვის საჭირო სპეციალური ჰიდროტექნიკური ცემენტის უზრუნველსაყოფად დანიშნეს რუსთავის ცემენტის ქარხნის ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ - დირექტორად; "დიდი ქიმიის" ეპოქასთან დაკავშირებით დაისვა საკითხი ა/კ ტერიტორიაზე განლაგებული მოქმედი და მშენებარე ქარხნების მოდერნიზაცია-გადაიარაღების უზრუნველსაყოფად სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ იგი გადაიყვანეს ამ სამმართველოს უფროსად; გარკვეული დროის განმავლობაში განაგრძობდა მუშობას რუსთავის საშენ მასალათა კომბინატის მთავარ ინჟინრად. მისი მუშაობის პერიოდში აითვისეს ბაზალტისაგან ბოჭკოსა და ბამბის, პერლიტისა და ფილტროპერლიტის წარმოება; 1998 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა გაერთიანება "აზოტის" საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ; 1999-2000წწ. - ცემენტის ქარხნის გენერალური დირექტორის მრჩევლად საწარმოო-ტექნიკურ საკითხებში. მიღებული აქვს ორდენები და მედლები; ავტორია რამდენიმე გამოგონებისა; საკავშირო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ხასიათი სტატიები აზოტის შენაერთებისა და ცემენტის წარმოებაზე; ეწეოდა პუბლიცისტურ-ჟურნალისტურ მოღვაწეობას; იყო გაერთიანება "აზოტის" კოლექტივის საპატიო წევრი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.164-165; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.107

Member of Organizations

  • ეროვნულ და საზოგადოებრივ ურთიერთობათა აკადემია, წევრი (2004-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოს მრეწველობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ქალაქ რუსთავის აღმშენებლობის საქმეში დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • რუსთავის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: