The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობით 1999 წელს; ჰანოვერის უნივერსიტეტი ევროპისმცოდნეობის სპეციალობით 2003 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 2016 წელს.

2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, ანალიტიკოსი; 2005-2010წწ. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2010-2016წწ. გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი; 2016-2020წწ. საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი; 2017 წლიდან - ეროვნული თავდაცვის აკადემია, პროფესორი; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

გააზიარე: