The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ხარატიშვილი

ლევან ხარატიშვილი
Date of birth:28 October, 1930
Date of death:2010  (at 79 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

ქართველ ჰიდროგეოლოგებთან ერთად სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა აგეგმვით სამუშაოებში. მნივნელოვანი როლი შეასრულა მიწისქვეშა წყლების სასმელი და სამეურნეო გამოყენების თვალსაზრისით ჰიდროგეოლოგიური საფუძვლების შექმნაში; მისი შრომითი საქმიანობის ამ პერიოდში საქართველოს ყველა მხარე ფეხით ჰქონდა შემოვლილი; საველე სამუშაოების პარალელურად, იგი აქტიურად ეუფლებოდა დარგის მეცნიერულ საფუძვლებსაც; ჰიდროგეოლოგიის განხრით იგი ერთ-ერთი პირველი ასპირანტი იყო. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სტატია, სამეცნიერო შრომა; იყო ჰიდროლოგიური პარტიების, გეოლოგიური სამმართველოს განყოფილების, ხანგრძლივი დროის მანძილზე - ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ექსპედიციის ხელმძღვანელი; მისი საქმიანობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სწორედ ამ ექსპედიციის ხელმძღვანელობისას; უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ სამეურნეო ორგანიზციას, რომელმაც მისი უშუალო მონაწილეობით ჩაატარა რიგი სხვადასხვა ხასიათის ჰიდროგეოლოგიური სამუშოები (მონიტორული დაკვირვებები, საექსპორტო დასკვნების გაცემა, კონკრეტული ობიექტების წყალმომარაგება და სხვ.). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ჰიდროგეოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მიწისქვეშა წყლების 30-ზე მეტი საბადოს აღმომჩენი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.166-167

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

Bibliography


Share: