The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა დოლიძე

შალვა დოლიძე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1977
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩიტა.

დაამთავრა სამხედრო აკადემია.

აკადემიის დამთავრების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა; იყო ოცმეთაური, ასმეთაური, რამდენიმე წელი მუშაობდა გაერთიანებულ შტაბში; 2008 წლის 15 აპრილს ის ბატალიონის მეთაურად დაინიშნა; სამხედრო სამსახურის პერიოდში კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენჯერმე იყო თურქეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ერაყში; მაიორი დოლიძე ცხინვალში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 9 აგვისტოს, როდესაც რუსი აგრესორები მასიურად ბომბავდნენ სამაჩაბლოს, მისი ბატალიონი ცხინვალში იყო შესული, რათა მიმდებარე ქართული სოფლებიდან გამოეყვანათ და გადაერჩინათ მოსახლეობა; ის გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე; ბატალიონის მეთაური ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს; თბილისის ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი ეწოდა, ხოლო სახლზე, სადაც შალვა დოლიძე ცხოვრობდა, დღეს მისი მემორიალური დაფაა. მაიორი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.661

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 2003 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მე­და­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის" (III ხარისხი)

გააზიარე: