Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოფიო ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, ყვარლის რაიონი. მშობლების გარდაეცვალების შემდეგ სოფიოზე მეურვეობა მისმა დამ, ნინომ და ძმამ, დავითმა იკისრეს. 1850 წელს, იგი ფინელ ბარონს, ალექსანდრე ნიკოლაის გაჰყვა ცოლად, რომელიც თბილისში კავკასიის გუბერნატორის არმიის შტაბის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1861 წელს ბარონი ნიკოლაი კიევში გადაიყვანეს და სოფიო მას თან გაჰყვა. მათი პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი; მათ ერთი ქალიშვილი – მარიამ (მაკა) ნიკოლაი შეეძინათ. 1862 წელს, როდესაც სოფიო 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მარიამ ნიკოლაი პატარა გოგონა იყო. იგი საქართველოში გაიზარდა და გიორგი შერვაშიძეზე იქორწინა. სოფიო ჭავჭავაძე დაკრძალულია რუსეთში, ქალაქ ვიბორგში ეს ქალაქი რუსეთ-ფინეთის საზღვრამდე 38 კილომეტრში მდებარეობს. ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ქალიშვილი; ნინო, ეკატერინე და დავით ჭავჭავაძეების და. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ჭავჭავაძეების ოჯახი": nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |