The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ცაგარელი

გოგი ცაგარელი
ოფიციალური სახელი:გიორგი ცაგარელი
დაბადების თარიღი:1947
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 2020  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1983 წლიდან პროფესიონალი ფოტოგრაფი. თანამშრომლობდა ახალგაზრდულ პრესაში, საინფორმაციო სააგენტოებთან - "საქინფორმი", "აას" და "Prime News", ქართული და უცხოური პრესის სხვადასხვა გამოცემასთან. მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ ფოტოგამოფენებში, მათ შორის საზღვარგარეთ. გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის, თბილისში სამოქალაქო დაპირისპირების, აფხაზეთის კონფლიქტის და ყარაბაღის ომის (ფოტოებს იღებდა სომხური მხრიდან) ამსახველი არაერთი უნიკალური კადრი. ინჟინერ-მშენებელი, ფოტოჟურნალისტი.

წყარო: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი: tpmm.ge; პირველი არხის დოკუმენტური ფილმი გოგი ცაგარელის შესახებ: ქართული დოკუმენტალისტიკა - "შავ-თეთრი ომი"


გააზიარე: