Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჯიქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, პეტროგრადის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი და ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი. 1917 წელს - პეტროგრადის ოლქის სამხედრო სამეთაურო სასწავლებლის კომისარი; 1918 წელს - პეტროგრადის დაცვის მონაწილე; 1919-1921წწ. - პეტროგრადის ოლქის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი; 1919-1922წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "კრასნი კომანდირს" პეტროგრადში; 1922-1923წწ. საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახკომი; 1924-1927წწ. "ვოლხოვმშენის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1927-1930წწ. სსრკ-ის ზომა-წონის სახელმწიფო პალატის პრეზიდენტი; 1930 წლიდან ამიერკავკასიის ენერგომშენის მმართველი, რიონჰესის მშენებლობის უფროსი, ერთდროულად მდინარეების ხრამის, იორისა და ალაზნის ენერგეტიკული სქემების დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1934-1936წწ. ტრესტ "საქჰიდრომშენის" მმართველი, ხრამჰეს-1-ის მშენებლობის უფროსი, ამიერკავკასიის ფედერაციის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1936 წელს დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა, რომ იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური ხელმძღვანელი. 1937 წელს დახვრიტეს. რეპრესირებული. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.174; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.567 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |