Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაპო მესხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს; მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიის ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ტყვარჩელის ქვანახშირის შახტში; 1964 წლიდან ტყვარჩელსა და გალში ქირურგად დაიწყო მუშაობა; 1966 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში, ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტში; ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1976 წელს კი, სადოქტორო; 1978 წელს საქართველოში დაბრუნდა; 1980 წელს მისი ინიციატივით აფხაზეთში შეიქმნა ნეიროქირურგიული განყოფილება, რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა; 1987 წელს სოხუმში მისი ინიციატივით აფხაზეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აშენდა ნეიროქირურგიული კორპუსი; შეიქმნა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური ნეიროქირურგიული ცენტრი, საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფით; საქართველოში პირველმა, წარმატებით ჩაატარა ოპერაციები ტვინის არტერიული და არტერიო-ვენოზური ანევრიზმების დროს; ნეიროქირურგიულ ცენტრში საერთაშორისო სტანდარტებით ტარდებოდა თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების, ქალა-ტვინის ტრავმისა და სისხლძარღვთა პათოლოგიების ოპერაციები; მისი შეთავაზებით დაინერგა ოპერაციული ჩარევისა და მკურნალობის არაერთი ახალი მეთოდი; ნ. მესხიას თაოსნობით აფხაზეთში შეიქმნა საზოგადოებრივი-სამედიცინო საქველმოქმედო ასოციაცია "გულმოწყალება", რომლის პრეზიდენტიც იყო. ავტორია არაერთი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: გაზეთი "საქართველო და მსოფლიო": geworld.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.380 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |