The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაჟდენ ჯიქია

რაჟდენ ჯიქია
Date of birth:1900
Date of death:9 March, 1990  (at 90 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოფიტარა, ცაგერის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1918 წლიდან წარმოებდა სამთო ინჟინრების მომზადება.

1921 წელს, ბოლშევიკების საქართველოში შემოჭრის პერიოდში, იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ტაბახმელასა და მთაწმინდის მისადგომებთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდეგ იგი დაინიშნა უნივერსიტეტის პოლიტექნიკური სწავლების დარგში პირველ პრორექტორად; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჩამოყალიბების შემდეგ (1928), მუშაობა დაიწყო ინსტიტუტში სამთო ხელოვნების კათედრაზე. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჭიათურის მაღაროებში შესრულდა მნიშვნელოვანი კვლევები საწმენდ სანგრევებში შრომატევადი საწარმოო პროცესების მექანიზაციის მიზნით; მან შეიმუშავა და დააპროექტა ორიგინალური კონსტრუქციის სასკრეპერო დანადგარი, საწმენდი სანგრევიდან მონგრეული მადნის გადმოსატვირთად და საშახტო ვაგონებში ჩასატვირთად. აღსანიშნავია, რომ ეს დანადგარი წარმატებით გამოიყენება ჭიათურის მაღაროებში. 1935 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა გვირაბების გაყვანისა და გამაგრების (შემდგომში შახტების მშენებლობის) კათედრა; მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელმძღვანელობდა თბილისში თავდაცვითი ნაგებობების დაპროექტებასა და მშენებლობას; 1960 წელს აირჩიეს შახტების მშენებლობისა და წიაღისეულის საბადოთა დამუშავების გაერთიანებული კათედრის ხელმძღვანელად; ამ პერიოდში იგი საინტერესო კვლევებს ეწეოდა ახალციხის მურა ნახშირის შახტებში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ახალციხის საბადოს ძალზე რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში დაპროექტდა, გამოიცადა და დაინერგა ორიგინალური კონსტრუქციის სამაგრები, რომლებმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა აღნიშნული საბადოს სამრეწველო ათვისების ძალზე რთული პრობლემა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტროექტში" კონსულტანტად საქართველოს შახტებისა და მაღაროების დაპროექტებაში. 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის და გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი სამთო დარგში.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.175

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ჭიათურის საპატიო მოქალაქე

Share: