The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჯორჯაძე

ვასილ ჯორჯაძე
სხვა სახელი:ბაზილ ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1886
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1952  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:მხატვარი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა ქვეითი სასწავლებელი 1901 წელს.

სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია; სამხედრო სასწავლებელში ხატვას ასწავლიდა ოსკარ შმერლინგი; 1914 წელს სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიურ საზოგადოებამ თბილისში ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა მოაწყო; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის წლებში იყო თბილისის გრენადერთა პოლკოს პოდპოლკოვნიკი. იბრძოდა ჯერ თურქეთის, შემდეგ გალიციის ფრონტზე. დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. 1918 წელს საქართველოშო დაბრუნდა; 1919-1920წწ. მონაწილეობდა საქართველოს სამხატვრო საზოგადოების გამოფენებში; 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო; ცხოვრობდა პარიზში. 1925 წელს პარიზში მოღვაწე ქართველ მომღერალთა გუნდისთვის შექმნა ძველ ქართული კოსტუმები; 1926 და 1945-1953წწ. იყო დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების ("დამოუკიდებელთა სალონი") წევრი; 1945 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო პარიზში გამართულ რუს მხატვართა და მოქანდაკეთა გამოფენაზე; ჯორჯაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში (1958 წელს შესწირა მხატვრის დამ, მუსიკოსმა თამარ ჯორჯაძემ), თბილისის ისტორიის მუზეუმში ("ქარვასლა") და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი.

წყარო: მხატვარი ვასილ ჯორჯაძე / ნინო ოქროსცვარიძე. - თბ., 2010

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიური საზოგადოება, წევრი

გააზიარე: