შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ფიზიკური ქიმიის სპეციალობით 1987 წელს; 1987-1989წწ. სწავლობდა ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ასტროფოტოგრაფი საქართველოში. მან დააფუძნა მოყვარული ასტროფოტოგრაფების ჯგუფი, სახელად Geo-Astro; 1994 წელს ქალაქ რუსთავში დააარსა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", რომელიც მოკლე დროში საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზია გახდა; 1994-1996წწ. ეკავა კომპანიის ტექნიკური დირექტორის პოზიცია; 1996-2000 წწ. იყო "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი; 2000 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა სატელეკომუნიკაციო კომპანია "ჯორჯია ონლაინს", რომელიც სულ მალე საქართველოს ინტერნეტ ბაზრის ლიდერი გახდა; არის რამდენიმე სხვადასხვა პროფილის კომპანიის მფლობელი; 2014 წლიდან აქტიურად არის დაკავებული საქართველოში სრულიად ინოვაციური დარგით - ასტროფოტოგრაფიით; მისმა ნამუშევრებმა გაიმარჯვეს მრავალ კონკურსში, მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო; მისი თაოსნობით შეიქმნა ჯგუფი "ჯეო-ასტრო", რომლის მიზანია საქართველოში ასტრონომიის პოპულარიზაცია, პრეზენტაციებისა და შეხვედრების მოწყობა, ღია ცის ქვეშ ლექციების ჩატარება და სხვა; მის ფოტოებს აქვს საერთაშორისო გამოხმაურებები; ასტროფოტოგრაფთა საერთაშორისო საიტ Astrobin-ზე ის ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება; მისმა ექვსმა ასტროფოტომ დაიმსახურა Image Of The Day-ს სტატუსი ამ საერთაშორისო საიტზე; მას მრავალჯერ აქვს აღებული AAPOD (Amateur Astronomy Picture Of the Day)-იც; პირველი ქართველი ასტროფოტოგრაფი. წყარო: ჟურნალი "National Geographic საქართველო": nationalgeographic.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |