The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჩილაჩავა

თემურ ჩილაჩავა
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გულრიფში.

დაამთავრა ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა 1975 წელს (ოქროს მედალზე); მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

1984 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ლეონიდე სედოვის ხელმძღვანელობით; 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დარგში; კითხულობდა ლექციებს მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, სოხუმის, თბილისის, ილიას, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტებში; არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი; მისი კვლევის თემა: ასტროფიზიკისა და აკუსტიკის ამოცანების მათემატიკური მოდელირება; მოდელირება ეკოლოგიაში და სოციალურ მეცნიერებებში; თ. ჩილაჩავას სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 10 სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). 1983 წლიდან გამოქვექნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის აკად. ილია ვეკუას სამახსოვრო მედლის მფლობელი (2022). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.54-55; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: elibrary.sou.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ფაზისის აკადემია, წევრი (2001-)
  • ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (2021-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: