The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ჩილაჩავა

თემურ ჩილაჩავა
Date of birth:27 December, 1959  (65 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: გულრიფში.

დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

1984 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ლეონიდე სედოვის ხელმძღვანელობით; 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დარგში; კითხულობდა ლექციებს მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, სოხუმის, თბილისის, ილიას, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტებში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელია, პროფესორი, ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. მისი კვლევის თემა: ასტროფიზიკისა და აკუსტიკის ამოცანების მათემატიკური მოდელირება; მოდელირება ეკოლოგიაში და სოციალურ მეცნიერებებში; თ. ჩილაჩავას სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 10 სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). 1983 წლიდან გამოქვექნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის აკად. ილია ვეკუას სამახსოვრო მედლის მფლობელი (2022). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.54-55; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: elibrary.sou.edu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს საბუნებისმეტყველო და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (2021-)
  • ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: