The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არნოლდ გეგეჭკორი

არნოლდ გეგეჭკორი
Date of birth:16 January, 1940
Date of death:29 May, 2021  (at 81 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

1970-2005წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1989-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კათედრის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრჩეველი საგანმანათლებლო დარგში; 2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის – "ეკოლოგიის" პროგრამის ხელმძღვანელი; 1963 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობდა სა­მეც­ნი­ე­რო-ფა­უ­ნის­ტურ ექ­სპე­დი­ცი­ებს კავ­კა­სი­ა­ში, ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ციმ­ბირ­ში, შო­რე­ულ და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. მოვ­ლი­ლი აქვს დე­და­მი­წის ყვე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი ზონა; გადაცემა "ბუ­ნე­ბის კარს" უძღვე­ბო­და 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ვე­ლი არ­ხის" ტე­ლე­ვი­ზი­ით; ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, იყო რამ­დე­ნი­მე დარ­გობ­რი­ვი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, 600-მდე ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი; სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა უცხოეთში: მოწვეული პროფესორი (Visiting Professor) ლექცია-სემინარების კურსით: 2000 წელს მონაშის უნივერსიტეტი (მელბურნი, ავსტრალია); წწ. ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი (UNSW) (სიდნეი, ავსტრალია, 2000, 2002-2003); ოკლენდის უნივერსიტეტი (ახალი ზელანდია, 2000); ნაირობის უნივერსიტეტი (კენია, 2000-2003); გრეიფსვალდის უნივერსიტეტი (გერმანია, 2009); მოწვეული მკვლევარი (Visiting Researcher): 2000 წელს კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია, სან-ფრანცისკო, აშშ; 2000 წელს ავსტრალიის მუზეუმი, ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი, სიდნეი; 2000 წელს მეხიკო-სითის აგრონომიული უნივერსიტეტი, მექსიკა; 2000 წელს კიტოს უნივერსიტეტი, ეკვადორი; 2000 წელს დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი, ტანზანიის ეროვნული პარკი, ტანზანია. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1966, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985, სანკტ-პეტერბურგი, ზოოლოგიის ინსტიტუტი). მიღებული აქვს "ბუნების დამცველის" ოქროს მედალი (1985, 1994), კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ დასახელებულ იქნა "წლის საერთაშორისო პიროვნებად", სათანადო დიპლომითა და ღირსების ვერცხლის მედლით (2000-2001).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.gekvirispalitra.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.259

Member of Organizations

  • საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი (IGU), წევრი (2002-)
  • "კავკასიის გარემოს (ეკოლოგია) საერთაშორისო საზოგადოება" (ISCE), პრეზიდენტი (2001-2003)
  • ეროვნული გეოგრაფიული კავშირი (აშშ), წევრი (2002-)
  • მუზეუმთა საერთაშორისო კავშირის (ICOM), წევრი (1972-)
  • ნატოს "მეცნიერება და საზოგადოება" (Science and Society, NATO) კომისია, ასოცირებული წევრი საქართველოდან (2001-2003)
  • საბჭოთა კავშირის ენტომოლოგთა საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი (1986-1991)
  • საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1982-)
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1993-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-2014)
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული უმაღლესი საატესტაციო კომისია (სეს), წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული უმაღლესი საატესტაციო კომისია, ბიოლოგიის სექცია, თავმჯდომარე (2005-2006)
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1992-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემია (1994-)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, პრეზიდიუმის წევრი (1999-)
  • ტორფნარისა და ხმელეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების საერთაშორისო კონსერვაციული ჯგუფი (IMCG), წევრი (2007-)

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1998 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1998 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: