The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ძნელაძე

ირაკლი ძნელაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა- მანქანათმშენებლობის ტექნოლიგიის ფაკულტეტი 1992 წელს; ასეულის მეთაურის კურსი, ბუნდესვერის სამხედრო სკოლა, გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკა 1998 წელს;  საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია 1999 წელს; ბატალიონის მეთაურის კურსი, ბუნდესვერის სამხედრო სკოლა, გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკა 2002 წელს; აშშ-ს არმიის "ომის კოლეჯი" 2009 წელს.
1986–1988წწ. საჰაერო თავდაცვის  საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის ოპერატორი, რიგითი, (სავალდებულო  სამხედრო სამსახური, უკრაინა); საქართველოს შეიარაღებული ძალების 1-ლი მექანიზირებული ბრიგადის მსროლელი (1992); 1993-1994წწ. სახმელეთო ჯარების სარდლობის კადრების განყოფილების ოფიცერი; 1994–1998წწ. კადრების მთავარი სამმართველოს 1-ლი განყოფილების ოფიცერი; 1998-2001წწ. ვერიფიკაციის ცენტრის განყოფილების "ეჩშძ" უფროსი ოფიცერი; 2001–2003წწ. J-5 სტრატეგიული დაგეგმვის და შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება", განყოფილების უფროსი; 2003-2004წწ. J-3 ოპერატიული დეპარტამენტი, სპეციალური და ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს, ინფორმაციის, ანალიზის და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების  განყოფილების უფროსი; 2004–2005წწ. J-3 ოპერატიული დეპარტამენტის არასაომარი სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს უფროსი; 2005 წლიდან სახმელეთო ძალების სარდლობის მართვის ცენტრის უფროსი; 2006 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2006–2007წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი; 2007–2009წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2009–2012წწ. სახმელეთო ძალების სარდლობის G3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი; 2011 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი; 2011 - საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში, მოლდოვეთსა და ბელარუსიის რესპუბლიკებში; 2012–2013წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი; 2014–2017წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-ში; 2017 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი. ბრიგადის გენერალი.

წყარო: ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი / ავტორები და შემდგენლები: ელგუჯა მეძმარიაშვილი, თენგიზ შუბლაძე, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.].-თბ.,2017.-გვ.602; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 2012 - მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" (თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი)
  • 2011 - მედალი "გენერალი კვინიტაძე" (თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი)
  • 2009 - თავდაცვის სამინისტროს I ხარისხის უწყებრივი მედალი
  • 2008 - თავდაცვის სამინისტროს II ხარისხის უწყებრივი მედალი
  • 2000 - საბრძოლო დამსახურებისთვის სახელმწიფო მედალი

გააზიარე: