The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი კიკნაველიძე

ლალი კიკნაველიძე
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და კინოდრამატურგიის ფაკულტეტები 1991 წელს; 
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინო-ტელე რეჟისურის სპეციალობით 2003 წელს.
2002-2006წწ. მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში, სარეჟისორო ჯგუფის რეჟისორის ასისტენტად; 2003 წლიდან იყო პირველი კლასიკური გიმნაზიის დამდგმელი რეჟისორი; 2008 წლიდან არის შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება "ლირა ფროდაქშენის" დამფუძნებელი და დირექტორი; 2015 წელს შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება "ლირა პროდაქშენის" ბაზაზე, მისი, როგორც პროდიუსერისა და კინორეჟისორის მონაწილეობით, მიხო მოსულიშვილმა საკუთარი რომანის "დიდი ძუ დათვის" მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი, რომელიც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის "21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში"; 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის კოორდინატორის ოისტეინ ეგეს შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი "დიდი ძუ დათვი" ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე; მისი სხვა პროექტებიც და ფილმებიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, კინო მარკეტებსა და ტრენინგ-პროგრამებში; არის რეჟისორი ფილმებისა: "კახეთის მატარებელი" (მხატვრული, 2018), "No. 25 Symphony" (2012); სცენარის ავტორი: "კახეთის მატარებელი" (მხატვრული, 2018), "განდეგილი" (ანიმაციური, 2011), "ვაკუუმი" (ანიმაციური, 2009), პროდიუსერი: "კახეთის მატარებელი" (მხატვრული, 2018), "ჯინო" (ანიმაციური, 2017), "განდეგილი" (ანიმაციური, 2011), "ვაკუუმი" (ანიმაციური, 2009). კინორეჟისორი, პროდიუსერი.

წყარო: armuri.georgianforum.com


გააზიარე: