შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჯოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1978 წელს; ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის, მათემატიკური ფიზიკის განტოლებების განყოფილების ასპირანტურა - 1982 წელს. 1996-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი; 2008-2009წწ. - ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; 2009 წლიდან - ასოცირებული პროფესორი; 1996-2000წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი; 2007-2009წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი; 1982-1986წწ. - ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1990წწ. - ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2000წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2006 - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 - 2018წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. კვლევის თემა: სასაზღვრო ამოცანები მაღალი რიგის წრფივი ჰიპერბოლური განტოლებებისა და სისტემებისათვის. მიღებული აქვს ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის რამდენიმე სამეცნიერო პრემია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საწყის-მახასიათებელი ამოცანები ჰიპერბოლური და შერეული ტიპის კვაზიწრფივი განტოლებებისათვის", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასაზღვრო ამოცანები მაღალი რიგის წრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.67; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |