The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ტუღუში

ალექსანდრე ტუღუში
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 
1997 წლიდან არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; მონაწილეობდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში გაგზავნილ ყველა მისიაში; იბრძოდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ; 2009-2011წწ. ავღანეთში მეთაურობდა საქართველოს არმიის 31-ე ბატალიონს; 2011 წლის დეკემბერში მძიმედ დაიჭრა ნაღმზე აფეთქების დროს. დაკარგა ორივე ქვედა კიდური. გადიოდა ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაჯილდოებულია მრავალი სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოებით; რეაბილიტაციის შემდეგ განაგრძო სამსახური საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში; სამხედრო ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, რუსეთი-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე.

წყარო: საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
  • 2012 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: