შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბელა ხოტენაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. არის საერთაშორისო დიდოსტატი (2007), კაცთა შორის საერთაშორისო ოსტატი (2009). 16 - წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი (2004), ევროპის გუნდური პირველობის ვერცხლის პრიზიორი (2009), საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (თავის დაფაზე მცირე ბრინჯაოს მედალი, 2010), მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბ "ბათუმის" შემადგენლობაში (თავის დაფაზე ბრინჯაოს მედალი, 2017); საპრიზო ადგილები: მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2017, კრეტა, საბერძნეთი); მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი); მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2009, ნოვი სადი, სერბეთი); მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი (2015), (რეიკიავიკი, ისლანდია); პირველი ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2015, ჩენდუ, ჩინეთი); მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2011, მარდინი, თურქეთი); მესამე ადგილი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა (2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი). მოჭადრაკე, დიდოსტატი (2013). წყარო: ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია: ratings.fide.com; chessgames.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |