შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბათუ ქუთელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; მიიღო საინჟინრო მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 1995 წელს, სახელმწიფო მართვის მაგისტრი 1996 წელს ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ფილოსოფიის დოქტორი; დაასრულა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჯონ კენედის სკოლაში ჰარვარდის უნივერსიტეტში 2000 წელს; თავდაცვის დაზვერვის კურსი 2007 წელს და თავდაცვის დაზვერვის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი) 2005 წელს; 2003 წელს მან დაასრულა კურსი უფროსი თანამდებობის პირებისთვის ნატოს თავდაცვის კოლეჯში (რომი) და 2002 წელს თავდაცვის ტრანსფორმაციის კურსი აშშ-ს საზღვაო ძალების ასპირანტურაში; დაასრულა სამშვიდობო ოპერაციების იურიდიული ასპექტები აშშ-ს საზღვაო იუსტიციის სკოლშა 2000 წელს და უფროსი აღმასრულებელი პირების კურსი 1999 წელს ჯორჯ ს. მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრში; ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლა, შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა (აშშ) 2007 წელს; სტენფორდის უნივერსიტეტი, დემოკრატიის, განვითრების და კანონის უზენაესობის ცენტრი, ლიდერობის განვითარების აკადემიის კურსი 2016 წელს. 1997-1998წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1997-2000 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე; 2000-2003წწ. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2003-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში; 2004 წელს საქართველოს და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2006წწ. სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე; 2006 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2007-2008წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2011-2013წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი 2013 წელი; 2008-2011წწ. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2009-2010წწ. იყო საქართველოს ელჩი მექსიკაში; 2011-2013წწ. ის არის ყოფილი საგანგებო ელჩი და საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში; 2013 -2014წწ. ნატოს თავდაცვის თანამშრომელი; 2014-2017წწ. ნიუ ვესტმინსტერის კოლეჯის თანამშრომელი, სანამ კავკასიის დამფუძნებელი კოლეჯი გახდებოდა უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობისათვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გაფორმებისთვის. იყო მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი, პროფესორი. წყარო: კავკასიის უნივერსიტეტი: cu.edu.ge; წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.158 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |