Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ ელიზბარაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე ასპირანტურა - 1998 წელს. 1992-1999წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანული ქიმიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 2000-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიისა და საყოფაცხოვრებო მასალების ქიმიის კათედრა, დოცენტი; 1999-2006წწ. - ორგანული ქიმიის კათედრა, დოცენტი; 2007 წელს - ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2007-2011წწ. - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანული ქიმიის კათედრა, პროფესორი; 2011-2012წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის კონსულტანტი; 2012 წელს -შპს "ბერტას" ტექნოლოგიური დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ორგანულ და მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. კვლევის სფერო: რამოდენიმე პირიდონის რგოლის შემცველი ფლოურესცენსიული საღებრების სინთეზი, თვისებების შესწავლა და გამოყენება დეფექტროსკოპიაში; ეგზოციკლური და ციკლური აზომეთინური საღებრების სინთეზი, თვისებები და გამოყენება; ფოტოანიზოტროპული თვისებების მქონე საღებრების სინთეზი, თვისებების კვლევა და გამოყენება ოპტიკური დამამახსოვრებელ მოწყობილობებში; ახალი აზოსაღებრების სინთეზი ფაზათშორისი კატალიზის პირობებში; ორი ან მეტი აქტიური ცენტრის მქონე ახალი ფაზათშორისი კატალიზატორები; სხვადასხვა კლასის საღებრების მდგრადობის შესწავლა ოზონის ზემოქმედების მიმართ, ოზონის დოზიმეტრია. 38 სმეცნიერო სტატიის, 1 პატენტის, 7 სახელმძღვანელოს, 6 ელექტრონული წიგნის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი აზოსაღებრის არატრადიციული მეთოდით მიღება და მდგრადობის შესწავლა", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აზო, აზომეთინური და პირიდონული ჯგუფის შემცველი ფუნქციური საღებრების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.76; საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია: chemistry.ge; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |