შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერჟ მდივანი![]()
ბიოგრაფიადა–ძმა მდივნების – სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი იყო. მამა – ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა – კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო. სერგი მდივანმა განათლება მიიღო პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში. 1921 წელს ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. სერგი საფრანგეთში დიდხანს არ დარჩენილა. იგი მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და მოღვაწეობის ასპარეზად ჰოლივუდი აირჩია. განათლებასთან, დახვეწილ მანერებთან და გარეგნობასთან ერთად მას გამახვილებული ჰქონდა იუმორის გრძნობა. იუმორს კი, თავისი პრაგმატული ხასიათის წყალობით, წარმატებით იყენებდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. სერგი მდივანი სულ მალე ამერიკული ელიტის განუყრელ ნაწილად იქცა. წარმატებაში კი პიროვნული თვისებების გარდა ერთმა კურიოზულმა ფაქტმა ძალიან შეუწყო ხელი. მდივნები აზნაურები იყვნენ, მათ პასპორტებში ამ არცთუ მაღალი წოდების აღმნიშვნელად "პრინცი" ეწერათ, რაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ზოგადად არისტოკრატიულ წარმოშობას აღნიშნავს, მაგრამ ინგლისურენოვან ამერიკაში ეს წოდება სამეფო გვარის შთამომავალს გაუტოლდა. 1925 წელს სერგიმ ძმის – დავითისა და კინოვარსკვლავ მეი მიურეის ქორწილში მუნჯი კინოს ვარსკვლავი პოლა ნეგრი გაიცნო. პოლა ნეგერი ძირითადად "საბედისწერო ქალის" როლებს თამაშობდა, მალე სერგი მდივანს გაჰყვა ცოლად. პოლა ნეგრი იმ დროისთვის ყველაზე მდიდარ კინოვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ხმოვანი ფილმების გადაღება დაიწყეს, თავისი პოლონური აქცენტის გამო პოლა როლებს ვეღარ ღებულობდა, ამას 1929 წლის საბირჟო კრიზისიც დაემატა და კინოვარსკვლავმა მთელი ქონება დაკარგა. სერგი მდივანს დიდხანს არ უფიქრია ისე მიატოვა გაკოტრებული პოლა ნეგრი და რომანი ასევე ცნობილ კინომსახიობთან გლორია სვინსონთან გააბა. 1931 წლის 27 აპრილს სერგიმ ცოლად ოპერის მომღერალი მერი მაკკორმაკი შეირთო, თუმცა ეს ქორწინება 1933 წელს ხმაურიანი განქორწინებით დასრულდა. სერგი მდივანმა ძმასთან – დავითთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ნავთობის კომპანია "Pacific Shore Oil go" დაარსა. 1936 წელს სერგი მდივანმა ცოლად ყოფილი რძალი (გარდაცვლილი ძმის ალექსის მეუღლე) უმდიდრესი ლუიზა ასტორ ვან ალენი შეირთო. სერგის გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს; ერთი ვერსიით ქორწინებიდან ერთი თვის თავზე პოლოს თამაშისას, ხოლო ხოლო მეორე ვერსიით ფლორიდაში ფილმის გადაღებისას ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. XX საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა ძალიან ბევრს წერდა "მექორწილე მდივნების" შესახებ. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ. 117
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |