Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მდივანი![]()
Biographyდა–ძმა მდივნების – სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი იყო. მამა – ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა – კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო. სერგი მდივანმა განათლება მიიღო პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში. 1921 წელს ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. 1925 წელს ნინო მდივანი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს - იურისტსა და სამართალმცოდნე ჩარლზ ჰურბერიხს გაჰყვა ცოლად, თუმცა მათი თერთმეტწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა. ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინო მდივანი და მწერალ ართურ კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. 1936 წელს ნინო მდივანი ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული. ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა. ქმრისგან განსხვავებით ნინო პრაგმატული პიროვნება გახლდათ და მამამთილის მემკვიდრეობას სრული სერიოზულობით პატრონობდა. ართურ კონან დოილის ნაწარმოებებიც ყველაზე დიდი ტირაჟით მას შემდეგ იყიდებოდა რაც გამომცემლობის საქმე ნინოს ხელში გადავიდა. დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ უფლებები ართურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინოს ერგო. 1955 წელს დაქვრივებული ნინო ცოლად გაჰყვა წარმატებულ ინგლისელ გამომცემელს ენტონი ჰარვუდს. ნინო მდივანს შვილი არ ჰყოლია. ის 1987 წელს ლონდონში ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა. წყარო: საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |