The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან მდივანი

რუსუდან მდივანი
Other name:იზაბელ მდივანი
რუსი მდივანი
Date of birth:7 July, 1905
Date of death:16 December, 1938  (at 33 years)
Category:Sculptor

Biography

და–ძმა მდივნების – სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი იყო. მამა – ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა – კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო. სერგი მდივანმა განათლება მიიღო პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში. 1921 წელს ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. რუსუდან (რუსი) მდივანი 1928 წელს ცოლად გაჰყვა ესპანელ  მხატვარს ხოსე მარია სერტის (ესპანელი მხატვარი-მონუმენტალისტი ხოსე მარია სერტი (1874-1945) დაიბადა ბარსელონაში, მდიდარი მეწარმის ოჯახში. სწავლობდა იეზუიტთა კოლეჯში, შემდეგ ფერწერის სხვადასხვა კოლეჯსა და აკადემიაში. 1899 წელს პარიზში, პოლ სერიუზიეს მიერ დაარსებული ჯგუფის "ნაბის" წევრი გახდა. "ნაბის" წევრები მოდერნიზმის თავისებური ვარიანტის შექმნის გამო დამკვიდრდნენ ხელოვნების ისტორიაში. მისი პირველი ცოლი მისია გოდებსკა-სერტი  სიმბოლისტების მუზა იყო). რუსუდანი, თავადაც ნიჭიერი მოქანდაკე, იმხანად პარიზში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან - ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

წყარო: kvirispalitra.gekvirispalitra.ge


Share: