The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დარჩია

დავით დარჩია
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1994 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია; აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები: სანდრო ("ეს თავისუფალი პეპლები"), თორღვაი ("ლამარა"), გიო ("მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), ფარუსკადი ("ქალი გველი"), ვასო ("ნახვის დღე"), თედო, დავითი (კნაწა) ("კაცია ადამიანი"), ლაერტი, ტრაგიკოსი ("ჰამლეტი"), სტიქსი, მეშვიდე მსაჯული ("თორმეტი განრისხებული მამაკაცი"), წათე ("წათეს წითელი წაღები"); შესრულებული აქვს როლები ტელესერიალებში "ცხელი ძაღლი", "თენდება გვიან", "წვრილვარსკვლავთა ღამე", "ასა" და "ჩემი ცოლის დაქალები" და სერიალის დამატებით ფილმში "ჩემი ცოლის დაქალი კინოში"; ფილმოგრაფია: "წარსულის აჩრდილები" (რეჟ. ლევან თუთბერიძე, 1996); "სისხლიანი სცენარი" (რეჟ. ბესარიონ (ბესო) სოლომანაშვილი, 1996); "კომპლექსი" (რეჟ. კოტე თაყაიშვილი, 2005); "ჯართოსანი" (გოგი ლურსმანაშვილი, რეჟ. ნონა გიუნაშვილი, 2009); "გული+" (რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე, 2011); 1995 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. არის სხვადასხვა სატელევიზიო პროექტის წამყვანი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org; რუსთაველის ეროვნული თეატრი: rustavelitheatre.ge


გააზიარე: