შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნელი სალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 1962), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). 1971 წლიდან დაიწყო მუშაობა მწვრთნელად; 1976–1993წწ. იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1977–1982წწ. სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი; მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა 1979 წელს. ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001) და იაპონიის (1992, 1996, 2000, 2002) კლუბების სპორტსმენებს; მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი; შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში; სპორტის სახეობა: სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში. წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.159 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |