შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ტარასაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. 1924 წლის აჯანყების დროს იყო თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მას თანაპარტიელ სტუდენტებზე პასუხისმგებლობა ევალებოდა) და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეკავშირე. იგი ერთ-ერთი შეტაკებისას ფეხში დაჭრილა და თბილისში თავის მეგობარ ლევან გოთუასთან ერთად იმალებოდა. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ვითარების გამო, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და დახმარებით, მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა. სერგო ტარასაშვილმა 1924 წლის აჯანყების მერე საქართველოდან ლტოლვილთა ტიპური გზა გაიარა – კონსტანტინოპოლის გავლით მარსელში ჩავიდა, მარსელიდან კი – პარიზში. პარიზში მას დახვდა ტარასაშვილების ოჯახის ახლობელი ლადო გუდიაშვილი, რომელიც იქ სხვა ქართველ მხატვრებთან (დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი) ერთად იმყოფებოდა. სერგომ სტრასბურგში დაიწყო სწავლა ელექტროინჟინერის სპეციალობაზე. მისი საბოლოო მიზანი იყო სწავლის გაგრძელება სტრასბურგში საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცნობილ ამერიკულ ფირმაში, როკფელერების კუთვნილ "სტანდარდ ოილ კომპანიში". სერგო ტარასაშვილის ხელმძღვანელობით 1934 წელს ნორმანდიაში (ჩრდილოეთ საფრანგეთი), ქალაქ ჰავრთან, პორტ ჟერომში ევროპაში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1936 წელს დასრულდა და ამ ქარხნის ტექნიკურ დირექტორად სერგო ტარასაშვილი დაინიშნა. II მსოფლიო ომის შემდგომ კომპანია "Shelli"ის მფლობელებმა, დეტერდინგების ოჯახმა, სურვილი გამოთქვა, რომ "Shelli"ის ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი სერგო ტარასაშვილს შეესრულებინა. მან ეს პროექტიც წარმატებით განახორციელა – ააშენა და გამართა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სერგო ტარასაშვილმა დააარსა მეტალურგიის ექსპორტი-იმპორტის ფირმა, რომელსაც გარდაცვალებამდე თავად ხელმძღვანელობდა. 1942 წელს იქორწინა თამარ წულაძეზე - საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზინადარის - ვასო წულაძის ქალიშვილზე. სერგო სხვა სამ ქართველთან ერთად (მათ შორის იყო კოტე ჯაყელი, ხოშტარია და ევგენი გეგეჭკორი) იხდიდა ქართული საგანძურის "ბანკ დე ფრანსის" სეიფში შენახვის ხარჯებს, მოგვიანებით კი ექვთიმე თაყაიშვილს დაეხმარა საგანძურის საქართველოში ტრანსპორტირების ორგანიზებაში. გარდაიცვალა 1961 წლის 21 მარტს საკუთარ სახლში, მონმორანსიში, პარიზთან ახლოს. ქველმოქმედი, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ქართველები უცხოეთში: gfsis.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |