The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სპირიდონ ჯალაღანია

სპირიდონ ჯალაღანია
Date of birth:1892
Date of death:14 December, 1937  (at 45 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთში, შემდეგ ქუთაისში – სამხედრო ჰოსპიტალის მთავარ ექიმად. დაპატიმრებამდე მუშაობდა ქ. ხონის  რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ. დაპატიმრების დროს ბრალად დასდეს, რომ 1937 წელს გადაბირებული და ჩართული იყო კონტრრევოლუციურ, არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციაში და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში; ორჯერ დაესწრო ორგანიზაციის არალეგალურ სხდომას; სისტემატურად ჰყვებოდა ანტისაბჭოთა ანეკდოტებს; ხშირად თამაშობდა კარტს. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული განსაკუთრებული სამეულის 1937 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით, სპირიდონ ჯალაღანიასა და კიდევ 7 ბრალდებულს მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 14 დეკემბერს. რეაბილიტირებულ იქნა 1955 წელს - "განაჩენი გამოტანილი იყო უსამართლოდ, ჯალაღანია უდანაშაულოა წაყენებულ ბრალდებაში". რეპრესირებული, შემდეგ რეაბილიტირებული.

წყარო: ქართული კვირა: kartuli.kvira.ge


Share: