The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ბაიაშვილი

იოსებ ბაიაშვილი
Other name:ქვისკარელი  (Pseudonym)
Date of birth:16 December, 1908
Date of death:19 June, 1983  (at 74 years)
Burial location:ქვემო ქედი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ ზემო შარახევი, თიანეთის რაიონი.

ბავშვობიდან თხზავდა ლექსებს; 1926 წლიდან დადიოდა სოფლის სკოლაში. 1931 წელს სწავლა გააგრძელა თიანეთში არითმეტიკის კერძო მასწავლებელთან. თუმცა ოჯახური პრობლემების გამო სწავლა ვერ დაამთავრა. მუშაობდა სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ; 1951 წელს გადასახლდა წითელწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში; ის პირველად მთელი საქართველოსთვის ახლობელი 1979 წლის 14 აპრილს გახდა. ხალხური პოეზიის საღამოზე, რომელსაც უძღვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი; მისივე წყალობით გამოიცა "ფოლკლორული რვეულების" სერიის ერთ-ერთ პირველ კრებულად, იოსებ ბაიაშვილის ლექსების მცირე ნაწილი; 1991 წელს გამომცემლობა "მარიხმა" გამოსცა ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორული რვეულების პირველი კრებული, რომელიც იოსებ ბაიაშვილის პოეზიას ეძღვნება. მთქმელი (ხალხური მელექსე), სახალხო მთქმელი.

წყარო: ფშავი: pshavi.geკახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.703; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.42-43

Bibliography


Share: