Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ მუკბანიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1971 წელს; 1976 წელს - ასპირანტურა (ა.ნ. ნესმიანოვის სახელობის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელემენტორგანულ ნაერთთა ქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მოსკოვი). 1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი, მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1993წწ. დოცენტი; 1994-2000წწ. პროფესორი; 1997-2006წწ. სოხუმის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, ორგანული ქიმიის კათედრა, პროფესორი, კათედრის გამგე; 2000 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა, პროფესორი, კათედრის გამგე; 2002-2006წწ. მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა, "ჰეტეროჯაჭვური პოლიმერებისა და პოლიმერული კომპოზიციების სამეცნიერო-საკვლეო ლაბორატორია", სამეცნიერო ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში იყო მიწვეული პროფესორი ქ. კაუნასი (ლიეტუვა); გრონინგენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); ქ. მიუნსტერი ( გერმანია, არაორგანული და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტი); ქ. მაინცი (გერმანია, მაქს-პლანკის სახელობის პოლიმერების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი); საარბრუკენის უნივერსიტეტი (საარბრუკენი, გერმანია); იენის უნივერსიტეტი ( გერმანია); ბუდაპეშტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). კვლევის თემა: სხვადასხვა ციკლური სტრუქტურის მაკრომოლეკულების შემცველი ორგანოსილოქსანური თანაპოლიმერები და ბლოკ-თანაპოლიმერები. მიღებული აქვს ჯილდოები მეცნიერების დარგში. 430-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.81; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია: tsu.ge; icsp4.tsu.ge; facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |