The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი უჩანეიშვილი

დიმიტრი უჩანეიშვილი
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2007 წელს მოთხრობებით "ქრონიკა" და "გოდო", რომლებიც "ჩვენი მწერლობის" მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა; კიდევ რამდენიმე მოთხრობას მოყვა პიესა "ველბის ცხოვრება", რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა; არანაკლები მოწონება ხვდა წილად მის პიესას "არჩი და ქეთ"; გამოქვეყნებული აქვს ორი რომანი — ცნობიერების ნაკადის ხერხის გამოყენებით შექმნილი "In Homo" (2012) და დისტოპია — "კოშკი" (2013), ასევე უილიამ გოლდინგის მის მიერ თარგმნილი რომანი "შპილი" (2013); შესრულებული აქვს ისააკ ნიუტონის, ჯონ რემსბერგის, ბერტრან რასელის, მარკ ტვენის, ჰაროლდ პინტერის, დიმიტრი მერეჟკოვსკის, ლევ ტოლსტოისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები; სხვადასხვა დროს მოთხრობები და პიესები გამოქვეყნებულია ჟურნალებში "ჩვენი მწერლობა" და "ლიტერატურული პალიტრა"; მისი პიესები და მოთხრობები თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე; 2016 წელს რუსულ ენაზე ცალკე წიგნად გამოიცა რომანი "In Homo"; პიესა "არჩი და ქეთ" გახდა Badenweiler-ის 2016 წლის საერთაშორისო დრამატურგიული კონკურსის ვერცხლის პრიზიორი; ესსეები ქვეყნდება ბლოგზე; ესეისტი.

წყარო: ka.shops-com.pp.uapeoplepill.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: