The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იზო ტალახაძე

იზო ტალახაძე
Date of birth:7 April, 1939
Date of death:8 May, 1996  (at 57 years)
Burial location:დიღმის სასაფლაო, თბილისი
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია 1961 წელს.

1963-1965 წლებში მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ხოლო 1965-1967 წლებში - მეტროლოგიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ - ჯგუფის ხელმძღვანელად; 1969- 1973 წლებში სწავლობდა მოსკოვის მყარი საწვავის წიაღისეულის გამდიდრების ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1973 წელს დაიცვა საკანდინატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1974-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საპრობლემო ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე ინსიტუტის ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის დოცენტად. იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და ლექტორი; კითხულობდა წამყვან სპეციალურ დისციპლინებს ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. აღსანიშნავია იზო ტალახაძის ღვაწლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის სასწავლო ლაბორატორიული ბაზის შექმნასა და მისი მეთოდური უზრუნველყოფის საქმეში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა მიკროელექტრონიკის და მიკროსქემოტექნიკის სასწავლო ლაბორატორია; ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს. არის 45-მდე სამეცნიერო შრომის და რამდენი გამოგონების ავტორი.

პროფესიულ საქმიანობას იზო ტალახაძე საზოგადოებრივ საქმიანობასაც წარმატებით უთავსებდა - 1970-1980-იან წლებში მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოს ტერასების ათვისების, საინგილოს ქართველების თანადგომა-შემწეობისა და ქართული ისტორიისა და კულტურის ძეგლების გადარჩენის მეტად საშურ და იმხანად გარკვეულ რისკთან დაკავშირებულ საქმეებში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოსკოვს ქვედა აუზის მურა ნახშირებში ჩართული პირიტის ელექტროქიმიური დაჟანგვა და მაგნიტური სეპარაციით დესულფიდიზაცია".


Share: