The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ალექსიძე

გიორგი ალექსიძე
დაბადების თარიღი:1954  (71 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. 

სწავლის პერიოდში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის, ხოლო მოგვიანებით – ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროქიმიის ლაბორატორიაში (1973-1975) აკადემოკოს პ. ქომეთიანის ხელმძღვანელობით; 1975 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ასპირანტურაში;
1986-1999წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1999 წელს არჩეული იქნა მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ; 2008 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის მცენარათა ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის მაგისტრატურის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი. მისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები დაკავშირებულია მცენარეთა ფიზიოლოგიის და ბიო-მედიცინის  აქტუალურ საკითხებთან. მის მიერ ჩატარებული ფუნდამენტური კვლევების შედეგად პირველად იქნა გამოვლენილი  და შესწავლილი მცენარის ქლოროპლასტების ლექტინური სისტემა და მისი კომპონენტები. მიღებული შედეგების საფუძველზე მის მიერ შემოთავაზებულია ფოტოსინთეზის კალვინის ციკლის რეგულაციის მოდელი; აგრეთვე, პირველად იქნა ასევე გამოვლენილი და შესწავლილი ბირთვის ქრომატინის ლექტინური სისტემა და მისი ძირითადი კომპონენტები. მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავებულია გენეტიკური სისტემის ფუნქციონირების დღემდე უცნობი, სრულიად ახალი ტიპის რეგულატორული მექანიზმის მოდელი; პირველად იქნა გამოვლენილი მცენარეული უჯრედის გარეთა მემბრანაზე შაქრების სპეციფიკურად დაკავშირების უნარის მქონე მემბრანული რეცეპტორები და მათი სპეციფიკური ლიგანდები; ექსპერიმენტალურად პირველად იქნა ნაჩვენები  მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს შაქრის დამკავშირებელი მემბრანული რეცეპტორებისა და ინფორმაციის მატარებელი გლიკოკონუგატებს შორის ურთიერთქმედებას და მის შედეგად ინიცირებული სიგნალის გადაცემის პროცესებს მცენარეულ უჯრედში; მცენარეული უჯრედის მიტოქონდრიებში გამოვლენილი და შესწავლილი იქნა ლექტინური სისტემის ფუნქციონირების მოლეკულური მექანიზმები, რის საფუძველზეც მის მიერ შემოთავაზებულია სუნთქვის პროცესების რეგულაციის ახალი ტიპის მოდელი; მისი ხელმძღვანელობით პირველად იქნა გაშიფრული მოლეკულური მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ციტრუსოვან მცენარეთა სოკოვან დაავადებას "მალსეკოთი" და შემუშავებულია მცენარის ამ ფიტოპათოგენისაგან დაცვის ახალი მეთოდი; პირველად მცენარიდან გამოყოფილია ჰორმონის (აუქსინის) მსგავსი მოქმედების უნარის მქონე პოლიპეპტიდური ბუნების მქონე ნაერთი. აღნიშნული ფაქტი საფუძველი გახდა მცენარეთა ფიზიოლოგიაში ახლო მომავალში ახალი მიმართულების განვითარების: პოლიპეპტიდები, როგორც მცენარის ზრდისა და განვითარების რეგულატორები, ანუ ახალი ტიპის მცენარეული ჰორმონები; სიმსივნის ბიოლოგიის შესწავლის, მრავალწლიანი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შექმნა ახალი ანტიკანცეროგენული იმუნომოდულატორული თვისებების მქონე სამკურნალო პრეპერატი გა-40, რომელმაც წარმატებით გაიარა წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდები საქართველოს, რუსეთის, იაპონიის, ამერიკის და სხვა ქვეყნების კვლევით ინსტიტუტებსა და კლინიკებში; შესწავლილია და გაშიფრულია პრეპარატის ავთვისებიან სიმსივნის უჯრედებზე მოქმედების მოლეკულური მექანიზმები. პრეპარატი უკვე დაპატენტებულია, ლიცენზირებული, რეგისტრირებულია და დანერგილია სხვადასხვა ქვეყნებში. ამასთან ერთად მის მიერ შექმნილია და დაპატენტებულია ინფექციურ-ანთებითი და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო სრულიად უსაფრთხო და მაღალეფექტური ახალი სამკურნალო პეპარატები: GA-GEPATONIN, GA-TUBERNAK, GA-PROSTANAL, GA-GLOMURONEFRIN, GA-DIABETIN, GA-SEXONAL, GA-BRONCHONAL, GA-AUTOIMUNEX  და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; სახელმძღვანელო "ეკოლოგიური ბიოქიმიის საფუძვლები". ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.93; ქართული სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი: medgeo.net

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია
  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: