შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ახალკაცი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; 1981-1984წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი კომაროვის სახელობის ბოტანიკურ ინსტიტუტში (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი). 1985-1986წწ. - ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1992წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2012წწ. - საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისის" თავმჯდომარე; 2002 წლიდან - ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარის გენეტიკური რესურსების განყოფილების გამგე; 2013 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1997 წელს - მეცნიერთა გაცვლის საერთაშორისო ფონდის (IREX) სტიპენდიანტი; 1997-1999წწ. - ა. ფონ ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიანტი; 2015 წლიდან - საქართველოს ბოტანიკური თანასაზოგადოების დამფუძნებელი. მისი ძირითადი კვლევითი საკითხებია: მცენარეთა ანატომია, მორფოლოგია და რეპროდუქცია, ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა გენეტიკური რესურსები და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 88 სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა: მცენარეთა ანატომია, მცენარეთა მორფოლოგია, მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლოგია ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა კონსერვაცია, მცენარეთა გენეტიკური რესურსები, მცენარეთა ველური მონათესავე სახეობები, მცენარეთა ჯიშების მოშინაურება, სამკურნალო მცენარეები, მიკროსკოპია და ა.შ. 1992, 1993, 1994, 2000 და 2001 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში; 2010 წელს - გინესის უნივერსიტეტში; 1997 წელს - აშშ-ში. წლების განმავლობაში სამეცნიერო პროექტებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო გრანტი; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში; 2004 წელს იმყოფებოდა იუტას შტატში ამერიკის ბოტანიკოსთა საზოგადოების ყრილობაზე, გამოვიდა მოხსენებით; 2007 წელს იმყოფებოდა ჰამბურგში გერმანიის ბოტანიკოსთა საზოგადეობის ყრილობაზე, გამოვიდა მოხსენებით. 2012 წელს მიღებული აქვს "საბადოების სიცოცხლის პრემია" და ისააკ ნიუტონის სახელობის სამეცნიერო პრემია. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Urticaceae-ს ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის ტრიქომების ულტრასტრუქტურა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მცენარის რეპროდუქციული სტრატეგიის სტრუქტურულ-ფუნქციური ასპექტები", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.93; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |