The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ოდიშელიძე

დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1861
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1916  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი.

ჰქონდა პრაპორშჩიკის (1883), პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბს-კაპიტნის (1898), კაპიტნისა (1900) და პოდპოლკოვნიკის (1905) წოდებები; მსახურობდა 84-ე შირვანის ქვეით პოლკში; 1909 წელს პოლკოვნიკის წოდებით თადარიგში გავიდა; I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს ე. წ. სახელმწიფო ლაშქარში (არმიის რეზერვი ომიანობისას) გაიწვიეს; მეთაურობდა 153-ე ვორონეჟის ქვეით დრუჟინას. დაიღუპა ბრძოლაში უკრაინის ტერიტორიაზე; გენერალ ილია ოდიშელიძის უფროსი ძმა; რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი.

წყარო: 1914-1918 წლების I მსოფლიო ომის გმირების ხსოვნას: gwar.mil.ru; რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: